მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საფრანგეთმა ისლანდიას მოუგო.
შეხვედრა პარკ დე პრენსზე გაიმართა და დეშამის გუნდის გამარჯვებით 2;1 დასრულდა.
21-ე წუთზე ისლანდიელები ეიდურ გუდიონსენის ვაჟის, ანდრი გუდიონსენის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს მბაპემ პენალტით შეძლო წონასწორობის აღდგენა.
62-ე წუთზე მბაპე ჩუამენის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბრედლი ბარკოლას ცარიელ კარზე დაუგორა, რომელმაც მამლები წინ გაიყვანა.
მეორე გოლიდან ხუთ წუთში ჩუამენიმ მატჩი ნაადრევად დაასრულა, როცა აშკარა უხეშობის გამო მსაჯისგან დამსახურებული წითელი ბარათი მიიღო.
88-ე წუთზე ანდრიმ დუბლი მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მსაჯმა გოლი თამაშის წესის დარღვევის გამო გააუქმა.
საბოლოოდ, 10-კაციანმა საფრანგეთმა საქმე ბოლომდე მიიყვანა, გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფს 6 ქულით ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.