კილიან მბაპეს მამამ, უილფრიდ მბაპემ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„შეიძლება ხალხი გავაოცო, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვარაცხელიას დაცვაში დაბრუნება და დუმფრისისთვის ბურთის წართმევა სრულიად უმნიშვნელოა და საერთოდ არ მადარდებს.
ეს კილიანის თამაში არ არის. მას სხვა ისეთი რაღაცების კეთება შეუძლია, რაც სხვას არ გამოსდის.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ვთქვათ -„კვარაცხელიას სეზონში 60 გოლი ვერ გააქვს."
ყველა თავისებურად უყურებს. მე თავდამსხმელებს ვერასდროს გავაკრიტიკებ და გამუდმებით უკან დაბრუნებას ვერ მოვთხოვ. არ ვამბობ, რომ დაცვას არ უნდა დაეხმარონ, მაგრამ თუ სულ უკან ჩამოსვლით იქნება დაკავებული, ესეიგი მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით." - აღნიშნა უფროსმა მბაპემ.