ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე, რომელიც სლოვაკეთში იმართება, მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალური წყვილები ცნობილი გახდა.
პორტუგალია 0-1 ნიდერლანდები
ესპანეთი 1-3 ინგლისი
დანია 2-3 საფრანგეთი
გერმანია 3-2 იტალია
ნახევარფინალური მატჩები 25 ივნისს გაიმართება.
ინგლისი - ნიდერლანდები (20:00)
გერმანია - საფრანგეთი (23:00)
ტურნირის ბომბარდირი ამ მომენტისთვის გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი, ნიკ ვოლტემადია, რომლის ანგარიშზეც 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
ახალგაზრდული ევრო სლოვაკეთში 28 ივნისს დასრულდება.