ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"მინდა ვთქვა, რომ ეს თაობა შედგა" - სვანაძე პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"მინდა ვთქვა, რომ ეს თაობა შედგა" - სვანაძე პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა.


პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გააკეთა.


"წითელმა ბარათმა მთლიანად შეცვალა ჩვენი გეგმები. პორტუგალიას ნაკრების ძალაზე ბევრს არ ვისაუბრებ. მეტოქე ძალიან ძლიერი იყო და მინდა მათ ჩემპიონობა ვუსურვო.


პორტუგალიამ იცის, თუ როგორ გამოიყენოს რიცხობრივი უპირატესობა, რომელიც შეხვედრის დასაწყისში მიიღო. გაძევების შემდეგ დასანანი გოლი მივიღეთ, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი მდგომარეობა. ყველაფერმა ერთად იჩინა თავი - დაღლილობა, ემოციებმა. 


დღეს დიდი გაკვეთილი მივიღეთ. მინდა ვთქვა, რომ ეს თაობა შედგა, როგორც წარმატებული გუნდი, რომელმაც ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური.


ველით მომავალ თაობას და ვიმედოვნებ, რომ ამ გუნდიდან ბევრი შეაღებს ეროვნული ნაკრების კარს. ვიბრძოლებთ, რომ კიდევ ერთხელ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, რადგან ეს სჭირდება მომავალ თაობას და ქართულ ფეხბურთს.


ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ვიასპარეზეთ. ბოლო ტურამდე გვქონდა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ბევრ რამეზე მწყდება გული, თუმცა ყველაზე მეტად იმაზე, რომ არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია.


ეს ფაქტია და ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დავკარგეთ ძირითადი შემადგენლობის სამი მცველი. ამას დაემატა საზონოვის ჯერ გმირობა და შემდეგ ტრავმა.


დღეს, მისი ადგილი იაკობიძემ დაიკავა და საკმაოდ კარგად ითამაშა. სამწუხაროდ, გუნდის ლიდერებს, რომელთაც დიდი როლი აქვთ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში, დაეტყოთ უთამაშებლობა. მათ აუცილებლად უნდა დაიწყონ თამაში. ეს სჭირდებათ მათ და ზოგადად ქართულ ფეხბურთს.


მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და მათ მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობთ". - სვანაძის სიტყვებს ნაკრების გვერდი ავრცელებს.


მძიმე მარცხი - საქართველო ახალგაზრდულ ევროს გამოეთიშა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
რამაზ სვანაძე
საქართველო

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მძიმე მარცხი - საქართველო ახალგაზრდულ ევროს გამოეთიშა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მძიმე მარცხი - საქართველო ახალგაზრდულ ევროს გამოეთიშა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგანი: "მერაბი ნამდვილი გიჟია, ილია განსხვავებულ დონეზეა"

•ქართული

ქართული

როგანი: "მერაბი ნამდვილი გიჟია, ილია განსხვავებულ დონეზეა"
•ქართული

ქართული

ფინალური სერიის MVP - შენგელიამ ვირტუსს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა

•კალათბურთი

კალათბურთი

ფინალური სერიის MVP - შენგელიამ ვირტუსს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა
•კალათბურთი

კალათბურთი

პრეზიდენტმა დაადასტურა - შენგელია ბარსელონაში მიდის

•კალათბურთი

კალათბურთი

პრეზიდენტმა დაადასტურა - შენგელია ბარსელონაში მიდის
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

9 სთ წინ

მძიმე მარცხი - საქართველო ახალგაზრდულ ევროს გამოეთიშა

News image

7 სთ წინ

როგანი: "მერაბი ნამდვილი გიჟია, ილია განსხვავებულ დონეზეა"

News image

6 სთ წინ

ფინალური სერიის MVP - შენგელიამ ვირტუსს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა

News image

6 სთ წინ

პრეზიდენტმა დაადასტურა - შენგელია ბარსელონაში მიდის