იტალიის საკალათბურთო ლიგის (LEGA A) ფინალური სერიის მატჩში ვირტუს ბოლონია ბრეშას დაუპირისპირდა და მეტოქე 74-96 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ვირტუსმა სერია 3-0 დახურა და იტალიის ჩემპიონი გახდა. ბოლონიელებისთვის ეს ისტორიაში მე-17 ჩემპიონობაა.
გამარჯვებულ გუნდს თორნიკე შენგელიამ ულიდერა, რომელმაც 29 წუთში 31 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა 8-დან 7 ორქულიანი, 4-დან 4 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
ცხადია, შენგელია ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და MVP-ის ჯილდო მიიღო. მისი მონაგარი სამივე მატჩში ასეთი იყო:
29 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა
15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა
31 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა
თორნიკემ ვირტუსთან ერთად მე-3 ტიტული მოიგო - ქართველმა იტალიურ გუნდში 2022 და 2023 წლებში იტალიის სუპერთასი მოიპოვა.
