ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

მძიმე მარცხი - საქართველო ახალგაზრდულ ევროს გამოეთიშა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

მძიმე მარცხი - საქართველო ახალგაზრდულ ევროს გამოეთიშა

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა.

შეხვედრა ჩვენი გუნდისთვის მძიმედ დაიწყო, მე-5 წუთზე რამაზ სვანაძის გუნდი კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი ლაშა ოდიშარიას უჩვენა.

24-ე წუთზე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და ფლანგიდან როდრიგო პინეიროს დარტყმის შემდეგ, ლუკა ხარატიშვილმა არადამაჯერებლად ითამაშა, რის შედეგაც ანგარიში გაიხსნა და პორტუგალიამ პირველი ტაიმი 0-1 მოიგო.

მეორე ტაიმში 10-კაციან საქართველოს ნაკრები სასწაულის იმედად იყო დარჩენილი, თუმცა ეს სასწაული არ მოხდა და პორტუგალიელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

62-ე წუთზე სხვაობა ორამდე ჯოვანი კენდამ გაზარდა, მატჩის ბოლოს კი ჩვენმა მეტოქემ თავის მონაგარს კიდევ 2 გოლი დაუმატა - 87-ე წუთზე როდრიგო გომეშმა გამოიჩინა თავი, კომპენსირებულ მე-5 წუთზე კი ენრიკე არაუხომ პენალტის საშუალებით დააფიქსირა თამაშის საბოლოო ანგარიში 0-4.

საქართველოს ჯგუფიდან გასასვლელად ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, შესაბამისად სვანაძის გუნდისთვის სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

U21 გუნდმა პირველ ტურში პოლონეთთან მოპოვებული 3 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, პლეიოფში კი პორტუგალია და საფრანგეთი გავიდნენ, რომელთაც 7-7 ქულა დააგროვეს. პოლონელებმა კი ტურნირი 0 ქულით დაასრულეს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
ქართული ფეხბურთი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ფინალური სერიის MVP - შენგელიამ ვირტუსს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა

•კალათბურთი

კალათბურთი

ფინალური სერიის MVP - შენგელიამ ვირტუსს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა
•კალათბურთი

კალათბურთი

როგანი: "მერაბი ნამდვილი გიჟია, ილია განსხვავებულ დონეზეა"

•ქართული

ქართული

როგანი: "მერაბი ნამდვილი გიჟია, ილია განსხვავებულ დონეზეა"
•ქართული

ქართული

"მინდა ვთქვა, რომ ეს თაობა შედგა" - სვანაძე პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მინდა ვთქვა, რომ ეს თაობა შედგა" - სვანაძე პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრეზიდენტმა დაადასტურა - შენგელია ბარსელონაში მიდის

•კალათბურთი

კალათბურთი

პრეზიდენტმა დაადასტურა - შენგელია ბარსელონაში მიდის
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

3 სთ წინ

ფინალური სერიის MVP - შენგელიამ ვირტუსს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა

News image

4 სთ წინ