ჯო როგანმა თავის პოდკასტში მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიაზე ისაუბრა.
"მერაბი ნამდვილი გიჟია. მისი კარდიო ყველას აოცებს, ვინც ამ სპორტში დიდი ხანია. ის საქართველოდანაა, ომით განადგურებული ქვეყნიდან.
მისი მუშაობა ისეთ დონეზეა, რომელთან დაპირისპირებაც არავის შეუძლია. როცა რინგზე შედის, მის კარდიოსა და სისწრაფეს ვერავინ უწევს წინააღმდეგობას.
უმარ ნურმაგომედოვი ელიტარული და მსოფლიო კლასის მებრძოლია. ნებისმიერ სხვა დროს, ის მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა და მერაბმა უბრალოდ დაჩაგრა ის. ის მისმა სისწრაფემ ჩაყლაპა და მერაბი არც კი დაღლილა.
ილია თოფურია, რომელიც თვის ბოლოს ჩარლზ ოლივეირას ეჩხუბება, გიჟია. მან ქვემსუბუქი წონის ორი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი - ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა.
არავის არ დაუნოკაუტებია ისინი ქვემსუბუქ დივიზიონში იქამდე და მან გააკეთა ეს, თანაც ეს მარტივად ჩანდა. ის ყველასგან განსხვავებულ დონეზეა, ახლა კი გადაწყვიტა, რომ დივიზიონი გაათავისუფლა და ზედა წონაში ადის, მისი დონე განსხვავებულია.
ილიას ყველაფერი აქვს - საბმიშენები, დარტყმები, მას ყველაფერი შეუძლია, თანაც იდეალურად აკეთებს. მისი ტექნიკა იდეალურია. ის საოცრად თავდაჯერებულია. ეს სპორტისთვის ბრწყინვალე დროა." - განაცხადა როგანმა.
მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ზე შონ ო'მალი დაამარცხა და ქამარი დაიცვა, ილია თოფურია კი UFC 317-ზე, 29 ივნისს ჩარლზ ოლივეირას დაუპირსპირდება და მსუბუქი დივიზიონის ტიტულის მოპოვებას შეეცდება.