მანჩესტერ სიტიმ ევერტონთან თავდამსხმელ ილიმან ნდიაიეს ტრანსფერზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
The Athletic-ის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის საერთო ღირებულება 65 მილიონ ფუნტს (€75.8 მლნ) შეადგენს.
ამჟამად გარიგების საბოლოო დეტალები ფორმდება, ნდიაიე კი სამედიცინო შემოწმებას სამშაბათ დილით გაივლის.
სიტიმ ნდიაიეს ტრანსფერზე მუშაობა მას შემდეგ გააქტიურა, რაც გაირკვა, რომ კოდი გაკპო, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს ლივერპულში დარჩება.
მერსისაიდულმა კლუბმა ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მანჩესტერ სიტის მიერ შეთავაზებული 80 მილიონ ფუნტამდე წინადადება უარყო.