მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მანჩესტერ სიტიმ ჩელსის არგენტინელი ნახევარმცველის, ენცო ფერნანდესის შეძენის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.
ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ში) წერს: „ახალი ამბავი: მანჩესტერ სიტიმ ჩელსის ენცო ფერნანდესის დასამატებლად ოფიციალური წინადადება გაუკეთა!“
რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის ოფიციალური კონტაქტი ამ ზაფხულს პირველად შედგა და ენცო ფერნანდესის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
„არგენტინელი ფეხბურთელი კლუბებს შორის მოლაპარაკებების საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. გარიგება კვლავ შესაძლებელია,“ - დასძინა ფაბრიციო რომანომ.
შეძლებს თუ არა მანჩესტერ სიტი ჩელსის წინააღმდეგობის დაძლევას და არგენტინელის გადაბირებას, უახლოეს დღეებში გაირკვევა.