ლეონ გორეცკა კარიერას ასტონ ვილაში გააგრძელებს.
ბირმინგემელებმა გერმანელ ნახევარმცველთან სიტყვიერ შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც მას უნაი ემერი პირადად ესაუბრა.
31 წლის გორეცკამ ასტონ ვილას პროექტში გადასვლას სიტყვიერი თანხმობა უკვე მისცა. კლუბი სამედიცინო შემოწმებისა და კონტრაქტის გაფორმებას მომდევნო კვირაში გეგმავს.
დოკუმენტები მზადაა. - ინფორმაცია თავდაპირველად მატეო მორეტომ გაავრცელა, შემდეგ კი ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.
ლეონ გორეცკა 2018 წლიდან მიუნხენის ბაიერნში თამაშობდა, ამ ზაფხულს კი გერმანული კლუბი დატოვა და ასტონ ვილას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება.