ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჯეიდონ სანჩო ასტონ ვილაში ითამაშებს.
ინგლისელი მანჩესტერ იუნაიტედიდან ბირმინგემულ გუნდში იჯარის წესით იასპარეზებს.
წითელი ეშმაკები უფლებას იტოვებენ 25 წლის შემტევს კონტრაქტი გაუხანგრძლივონ და ისე გაუშვან ასტონ ვილაში.
სანჩო მანჩესტერში 2021 წელს დორტმუნდიდან გადავიდა, 2024 წელს კი ბორუსიაში იჯარის წესით დაბრუნდა.
გასული სეზონი ინგლისელმა ფეხბურთელმა ასევე იჯარის წესით ჩელსიში გაატარა.