პარი სენ-ჟერმენმა აიაქსთან მიკა გოდტსის ტრანსფერზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, პსჟ-ის მიერ გაგზავნილი ახალი ოფიციალური შეთავაზების შემდეგ, მხარეები 55 მილიონი ევროს ღირებულების სატრანსფერო პაკეტზე სიტყვიერად შეთანხმდნენ.
დოკუმენტები ჯერ არ გაცვლილა, თუმცა კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
21 წლის გოდტსი აიაქსის მთავარ გუნდში 2023 წლიდან თამაშობს და ერედივიზიის გასულ სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 17 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა, ბელგიის ნაკრებში კი 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
შეთანხმება შედგა - ბარსელონას ვარსკვლავი კვარას თანაგუნდელი ხდება