მუსა სისოკო ხვიჩა კვარაცხელიას ახალი აგენტი გახდება.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, პსჟ-ის ვარსკვლავი ახალ წარმომადგენელთან თანამშრომლობაზე უკვე შეთანხმდა. ცნობას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.
ფრანგ-მალელი აგენტის კლიენტთა სიაში ასევე არიან:
უსმან დემბელე
დეზირე დუე
ბრედლი ბარკოლა
რაიან შერკი
დაიო უპამეკანო
ელი ჟუნიორ კრუპი
რანდალ კოლო მუანი
საშა ბოეი
გელა დუე
სერუ გირასი
ელიეს ბენ სეგირი
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი კარიერის ადრეული წლებიდან მამუკა ჯუღელი იყო, თუმცა მხარეებს შორის გზები გაიყო და ახლა ქართველ ვარსკვლავს ახალი წარმომადგენელი ეყოლება.
ამ ფოტოზე უსმან დემბელე სწორედ თავის და უკვე ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მუსა სისოკოსთან ერთადაა.
