• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კვარა: ინგლისელების რისხვა - სუპერთასი მოკლედ
ფეხბურთიფეხბურთი

კვარა: ინგლისელების რისხვა - სუპერთასი მოკლედ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ასტონ ვილა 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, სუპერთასიც მეორედ აღმართა. დღევანდელ ბლოგში ზალცბურგში გამართული დაპირისპირების საინტერესო დეტალებზე და მათ მთავარ გმირებზე მოგიყვებით.


მატჩში ანგარიში ქართველმა შემტევმა, დეზირე დუეს პასის შემდეგ გახსნა - კვარაცხელიამ ფრანგი ტალანტის პასი საჯარიმოში მიიღო, რის შემდეგაც მეტი ქეში ბრწყინვალე ცრუ მოძრაობით დააბნია, ხოლო ვილანთა მეკარე მარკო ბიზოტი მოძრაობაზე დაიჭირა და ახლო კუთხეში ყუმბარისებურად დაურტყა. ხვიჩამ მოედანზე 88 წუთი დაჰყო და დეზირე დუესთან ერთად მოედანზე საუკეთესო იყო - კვარაცხელიამ მსოფლიო პრესას თავი ბრწყინვალედ გაახსენა და საოქროსბურთე ალიაქოთში ქართული გვარი კიდევ უფრო წინ წამოწია.


დაასახელეთ მასზე უკეთესი ორი ფეხბურთელი ახლა

  433, ავტორიტეტული ონლაინ საფეხბურთო გამოცემა



კვარა არასდროს ჩერდება. ახალი სეზონი, იგივე კვარაცხელია - საფირმო გოლი ფინალში. არ გაჩერდე კვარადონა

ფაბრიციო რომანო, ავტორიტეტული საფეხბურთო ჟურნალისტი




მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია

უნაი ემერი, ასტონ ვილას მთავარი მწვრთნელი

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დეზირე დუე დასახელდა, რომელმაც ხვიჩაზე გაკეთებული საგოლე პასის შემდეგ გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა - ფრანგმა თითქოსდა მკაფიო თამაშგარე მდგომარეობა არ შეიმჩნია, სათამაშო ეპიზოდში ბოლომდე დარჩა და დემბელეს პასიც მშვენივრად დააგვირგვინა. ფრანგი გახდა პირველი ფეხბურთელი ლუის სუარესის შემდეგ (2015), რომელმაც უეფას სუპერთასის ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც ჩაწერა აქტივში. 


ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში დებიუტის შემდეგ (25/01/2025), უკვე მეცხრედ მოხდა ყველა ტურნირის მასშტაბით, როდესაც სამეულმა - კვარაცხელიამ, დემბელემ და დეზირე დუემ ერთსა და იმავე მატჩში გოლი გაიტანა ან საგოლე გადაცემა გააკეთა. 


პსჟ გახდა მხოლოდ მეოთხე გუნდი, რომელმაც უეფას სუპერთასი ზედიზედ ორჯერ მოიპოვა - მანამდე ეს 1973-1974 წლებში აიაქსმა, 1989-1990 წლებში მილანმა და 2016-2017 წლებში რეალმა შეძლეს. ლუის ენრიკე გახდა ისტორიაში მხოლოდ მესამე მთავარი მწვრთნელი, რომელმაც სუპერთასი სამჯერ მოიგო. მანამდე მან ეს ტიტული 2015 წელს თბილისში, ბარსელონასთან ერთად და გასულ წელს ტოტენჰემის წინააღმდეგ მოიპოვა. ამ ტურნირზე მასზე მეტჯერ მხოლოდ კარლო ანჩელოტის (ხუთჯერ) და პეპ გვარდიოლას (ოთხჯერ) გაუმარჯვიათ. 



საფრანგეთის ჩემპიონებს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ჰქონიათ, რაც უპირველეს ყოვლისა მაჯოს დამსახურებაა. 17 წლისა და 212 დღის ასაკში იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც სუპერთასზე გოლი გაუტანია და პატრიკ კლიუივერტის 1996 წლის რეკორდი (19 წლისა და 220 დღის) გააუმჯობესა.


მაჯო საუკეთესო იყო მოედანზე დარტყმების (6), სწორი საგოლე შანსების (4) და მოსალოდნელი გოლების (0.98 xG) მაჩვენებლით. მან შესანიშნავი უნარი გამოავლინა საგოლე პოზიციებზე გასვლის, თუმცა მხოლოდ ერთი შანსის გამოყენება შეძლო - რეალურად, ეს იყო მისი ერთადერთი დარტყმა, რომელიც კარში წავიდა.



ახლა კი ისევ კვარას დავუბრუნდეთ და იმ ფაქტს თუ რატომ ჰქვია დღევანდელ ბლოგს ეს სახელი - იმიტომ რომ, ქართველის ციფრები ინგლისური კლუბების წინააღმდეგ მართლაც რომ, დაუჯერებელია. ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 15 საგოლე მოქმედებაა (11 გოლი, 4 ასისტი), ხოლო ინგლისური გუნდების წინააღმდეგ  ბოლო 8 შეხვედრაში მან 9 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 4 ასისტი). 


პსჟ ინგლისურ კლუბებთან ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში დაუმარცხებელია (6 მოგება, 3 ფრე), ხოლო ბოლო 17 შეხვედრიდან 11 მოიგო (3 ფრე, 3 მარცხი). ხოლო თავის მხრივ უნაი ემერიმ უეფას სუპერთასზე ჩატარებული ოთხივე მატჩი წააგო. 


2024-25 წლების სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, პსჟ-ის წინააღმდეგ ერთ მატჩში შექმნილი რეალური საგოლე შანსებით ასტონ ვილაზე (5 შანსი სუპერთასზე) უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ სამ გუნდს ჰქონია: თვითონ ვილას 2025 წლის აპრილში, ბაიერნს 2026 წლის აპრილში და ლანსს 2026 წლის მაისში (სამივეს — 6 შანსი). 


უმაღლეს დონეზე სამწვრთნელო კარიერაში, უნაი ემერის წინააღმდეგ ლუის ენრიკეზე (9 მოგება 13 მატჩში, 1 ფრე, 3 მარცხი) მეტი გამარჯვება მხოლოდ პეპ გვარდიოლას აქვს მოპოვებული (11). 

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

აკლდა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

აკლდა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უმაღლესი ქება უნაი ემერისგან - რა თქვა მწვრთნელმა კვარაზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უმაღლესი ქება უნაი ემერისგან - რა თქვა მწვრთნელმა კვარაზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ შეიცვალა კვარას შანსები? - ოქროს ბურთის განახლებული სია [ტოპ 5]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ შეიცვალა კვარას შანსები?  - ოქროს ბურთის განახლებული სია [ტოპ 5]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროპა შოკშია: მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ოქროს ბურთის გარეშე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროპა შოკშია: მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ოქროს ბურთის გარეშე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

7 სთ წინ

აკლდა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი?

News image

6 სთ წინ

უმაღლესი ქება უნაი ემერისგან - რა თქვა მწვრთნელმა კვარაზე?

News image

5 სთ წინ

როგორ შეიცვალა კვარას შანსები? - ოქროს ბურთის განახლებული სია [ტოპ 5]

News image

2 სთ წინ

ევროპა შოკშია: მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ოქროს ბურთის გარეშე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება