• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
აკლდა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

აკლდა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი?

13 აგვ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ, ცნობილი გამოცემა The Athletic ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.


,,ლიონელ მესიმ, ერლინგ ჰალანდმა და კილიან მბაპემ თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს, თუმცა აკლდა თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია?


საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს გასულა, რის გამოც კვარაცხელიას უდიდეს საფეხბურთო სცენამდე მისასვლელად გაცილებით რთული გზა აქვს.


ასტონ ვილასთან მატჩში კი მან ყველას შთამბეჭდავად შეახსენა, თუ რა დააკლდა ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მუნდიალს.


ჩაწეული წინდები, საოცრად დაბალანსებული დრიბლინგი, ბურთზე ულამაზესი დარტყმა, ესთეტიკური თვალსაზრისით, როდესაც კვარაცხელია თავის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, მასზე სანახაობრივი მოთამაშე ბევრი არ არის.


თუმცა ამ ელეგანტურობის მიღმა ცივსისხლიანი დაუნდობლობაც იმალება, რაც მისმა გამანადგურებელმა პირველმა გოლმა ნათლად დაგვანახა.


კვარაცხელიას საოცარი უნარი აქვს, წარმოუდგენელი სისწრაფით დრიბლინგის დროსაც კი ბურთს ფეხიდან თითქმის არ იშორებს. სწორედ ეს თვისება აძლევს მას გადამწყვეტ, წამის მეასედებით უპირატესობას.


ქართველის მოულოდნელ მოძრაობაზე ვილას მეკარე მარკოს ბიზოტმა კარის გასწვრივ გადაადგილება დაიწყო, თუმცა პოზიციის დაკავებაც ვერ მოასწრო, როდესაც კვარაცხელიამ ახლო კუთხეში უძლიერესი დარტყმით ბურთი გაიტანა.


ამასთან, ქართველი მხოლოდ შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელი არ არის. ის ბურთის გარეშე თამაშის დროსაც დაუღალავად მუშაობს, ვილას მცველებზე მუდმივად ზეწოლას ახორციელებს და პსჟ-ის ინტენსიური კონტრპრესინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.


საფრანგეთის ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგები, ალბათ, მას ოქროს ბურთისთვის რეალური ბრძოლის საშუალებას არ აძლევს, გასულ სეზონში ლიგა 1-ში მან მხოლოდ 8 გოლი გაიტანა.


სამაგიეროდ, კვარაცხელია თავის საუკეთესო თამაშს დიდი მატჩებისთვის ინახავს და ევროტურნირებზე ნამდვილ შემოქმედებით მონსტრად გარდაიქმნება.


ფეხბურთის სხვა სუპერვარსკვლავებთან შედარებით, მას ზაფხულში დასვენების შესაძლებლობაც ჰქონდა, ამიტომ მისგან კიდევ ერთ შთამბეჭდავ სეზონს უნდა ველოდოთ." - წერია სტატიაში.


,,მას ეს შეუძლია" - რა თქვა უნაი ემერიმ კვარაცხელიაზე?

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

პსჟ
ქართული ფეხბურთი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,ეს ჩემზე არაა დამოკიდებული" - კვარაცხელიას კომენტარი ოქროს ბურთზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ეს ჩემზე არაა დამოკიდებული" - კვარაცხელიას კომენტარი ოქროს ბურთზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოქროს ბურთის ტოპ 10: რას წერს The Athletic კვარაცხელიაზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოქროს ბურთის ტოპ 10: რას წერს The Athletic კვარაცხელიაზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარას სეზონის MVP-ის ჯილდო ლეგენდამ გადასცა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარას სეზონის MVP-ის ჯილდო ლეგენდამ გადასცა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ვინ გაიბრწყინა კვარას არყოფნაში? - პსჟ-მ სლოვანს გადაურბინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ვინ გაიბრწყინა კვარას არყოფნაში? - პსჟ-მ სლოვანს გადაურბინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 სთ წინ

,,ეს ჩემზე არაა დამოკიდებული" - კვარაცხელიას კომენტარი ოქროს ბურთზე

News image

14 სთ წინ

ოქროს ბურთის ტოპ 10: რას წერს The Athletic კვარაცხელიაზე?

News image

9 სთ წინ

კვარას სეზონის MVP-ის ჯილდო ლეგენდამ გადასცა

News image

8 სთ წინ

VIDEO: ვინ გაიბრწყინა კვარას არყოფნაში? - პსჟ-მ სლოვანს გადაურბინა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება