ხვიჩა კვარაცხელიამ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ისგან მაღალი, 7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა ევროპის სუპერთასზე ასტონ ვილასთან მოგებული მატჩისთვის (2:1).
ქართველ თავდამსხმელთან ერთად 7-7 ქულა მიიღეს მარკინიოსმა, დეზირე დუემ და მეკარე მატვეი საფონოვმა, რომელმაც მეტოქის სამი დარტყმა მოიგერია.
6 ქულით შეაფასეს აშრაფ ჰაკიმი, უორენ ზაირ-ემერი, ვიტინია და მაგნეს აკლიუში. 5 ქულა მიიღო ჟოაო ნევეშმა, 4 - ნუნუ მენდეშმა, ხოლო ყველაზე დაბალი, 3 ქულა - უილიან პაჩოს ერგო.
პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კი L’Equipe-ისგან 8-ბალიანი შეფასება მიიღო.