უეფას სუპერ თასზე პარი სენ-ჟერმენთან მარცხის შემდეგ, ასტონ ვილას მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
,,2 წლის წინ ის ფანტასტიკური იყო ნაპოლისთან ერთად, ახლა კი - პსჟ-ში. დღეს მან ფანტასტიკური გოლი გაიტანა.
ის ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე არ იყო და კარგ ფორმაშია, რაც დღეს აჩვენა.
მან ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც ჩვეულებრივ გააქვს ხოლმე და ამის თავიდან აცილება ვცადეთ, მაგრამ მისი ხარისხი და დარტყმა ფანტასტიკურია.
მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვფიქრობ, მას ოქროს ბურთის მოგებაც შეუძლია." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ინგლისურ კლუბთან 2-1 მოგებულ მატჩში ანგარიში ბრწყინვალე გოლით სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, მე-2 გოლი კი პარიზელთა მხრიდან დეზირე დუემ გაიტანა.
კვარა გააღმერთეს - რას წერს უეფა ქართველის შესახებ?