ასტონ ვილას ფორვარდმა, ბრაიან მადჯომ, უეფა-ს სუპერ თასზე პსჟ-სთან გოლით, ისტორია გადაწერა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა.
17 წლისა და 212 დღის ასაკში, მადჯო ევროპული ფეხბურთის ფინალებში გამტანი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა - იგულისხმება უეფა-ს ნებისმიერი ევროტურნირი.
აქამდე ეს რეკორდი ეკუთვნოდა ჯიმი გრივზს, რომელმაც 1958 წლის ბაზრობათა თასის ფინალში შეაგდო - 18 წლისა და 13 დღის ასაკში, ლონდონის თერთმეტეულის გუნდის რიგებიდან ბარსელონას თერთმეტეულის გუნდს გაუტანა.
ბრაიან მადჯო 2009 წლის 12 იანვარსაა დაბადებული. გასულ სეზონში გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი იყო - მეცის რიგებიდან ლიგა 1-ში 5 შეხვედრა ჩაატარა.
თინეიჯერი თავდამსხმელის ტრანსფერში ასტონ ვილამ 12 მლნ ევრო გადაიხადა.
მერამდენე ტურნირზე გაიტანა გოლი კვარამ? - სრული სტატისტიკა