იბერია 1999-მა გუნდში ახალი მოთამაშე დაიმატა.
,,ახალი სახე ჩვენს გუნდში!
სებასტიან ფიგერედო - ურუგვაელი მარჯვენა მცველი, რომელიც ჩვენს გუნდს ესპანური ლეგანესიდან შეუერთდა.
კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს გუნდში, სებასტიან! წარმატებები ახალ გამოწვევებში!" - წერია იბერია 1999-ის პოსტში.
24 წლის მარჯვენა მცველი ქართულ კლუბს ესპანური ლეგანესიდან 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდა. სებასტიანი მანამდე მშობლიური უონდერერსის ღირსებას იცავდა. ფიგუერედო ასევე ურუგვაის 23-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა გუნდმა უეფას კონფერენს ლიგაზე გასვლა გაინაღდა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში კი შოტლანდიურ რეინჯერსსა და პოლონურ იაგელონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
გამოცდილი ფეხბურთელები - ვის დამატებაზე მუშაობს იბერია?
