რაიო ვალეკანომ გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერი დაადასტურა.
,,ოფიციალურად | გიორგი წიტაიშვილი რაიო ვალეკანოს ახალი ფეხბურთელია. მისი კონტრაქტი 2028/29 წლების სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.
კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი!" - წერს ესპანური კლუბის გვერდი.
ქართველ ფეხბურთელს კიევის დინამოსთან კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულს ამოეწურა და ლა ლიგის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
წიტაიშვილი სხვადასხვა დროს იჯარის წესით ვორსკლაში, ჩერნომორეცში, ვისლაში, ლეხში, დინამო ბათუმში, გრანადასა და მეცში თამაშობდა.
რაიო ვალეკანომ ლა ლიგის გასული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა და უეფას კონფერენს ლიგის ფინალში გავიდა, სადაც კრისტალ პალასთან 1-0 დამარცხდა.
სულ რამდენ ქართველს უთამაშია ლა ლიგაში? - ვინ არიან ჩამონათვალში