უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში იბერია 1999-ის მეტოქე გაირკვა.
პოლონური იაგელონიასა და შოტლანდიური რეინჯერსის პირველი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
საპასუხო შეხვედრა კი გლაზგოში გაიმართა, სადაც რეინჯერსს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
შედეგად შოტლანდიური გრანდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება.
საქართველოს ჩემპიონის მეტოქე კი პლეიოფის ეტაპზე სწორედ პოლონური იაგელონია იქნება.
გუნდებს შორის პირველი მატჩი 20 აგვისტოს პოლონეთში გაიმართება, 27 აგვისტოს კი საპასუხო მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.
შეგახსენებთ, რომ იბერიამ კონფერენს ლიგის მთავარ ეტაპზე თამაში უკვე გაინაღდა და პოლონურ გუნდთან ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს.