ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ბაიერნმა კვიპროსული პაფოსი გაანადგურა.
შეხვედრა ვენსან კომპანის გუნდის გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
მორიგი დუბლი ჰარი კეინმა მიითვალა, თითო გოლი კი რაფაელ გერეირომ, ნიკოლას ჯექსონმა და მაიკლ ოლისემ გაიტანეს.
ბაიერნმა 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში 8 გატანილი და 2 გაშვებული გოლით გალიდერდა, პაფოსი კი 1 ქულით 27-ე პოზიციაზეა.
მიუნხენური გრანდისთვის ეს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-9 მოპოვებული გამარჯვებაა და გუნდი 100%-იან სვლას აგრძელებს.