კილიან მბაპემ ნგოლო კანტე შეაქო.
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ თავისი თანაგუნდელი, 35 წლის ნგოლო კანტე დაახასიათა:
„ის კვლავ ნაკრებშია! წარმოუდგენელია! ნგოლო იშვიათი მოკრძალებულობით გამოირჩევა. იშვიათით!
მოედანზე ის ოთხი კაცის ნაცვლად დარბის. დიახ, ის ბევრს დარბის. მაგრამ დარბის კარგად. ვიცნობ ფეხბურთელებს, რომლებიც დარბიან და ვერაფერს ასწრებენ.
ის დარბის და თამაშს გრძნობს. მას ისეთი საფეხბურთო IQ აქვს, რომ შეუძლია ყოველი მოქმედება წინასწარ განსაზღვროს. ეს წარმოუდგენელია.
დრო გადის, მის თამაშში კი დაბერების ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ. მისთვის საშიში არ იქნება კარიერის 64 წლის ასაკში დასრულება (იცინის). მას კიდევ შეუძლია ცოტა ხანს იმუშაოს“, - განაცხადა კილიან მბაპემ.