22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დიეგო სიმეონეს აზრით, ატლეტიკომ რეალს საპასუხო თამაშში აჯობა.
„იღბალზე არ ვილაპარაკებდი. მირჩევნია, იმაზე ვისაუბრო, რომ ჩემი გუნდით და მისი ბრძოლისუნარიანობით ვამაყობ. ეს ყველაფერი დარჩება იმ პროცესის ნაწილად, რომელსაც ჩვენი კლუბი გადის.
თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, ანგარიშის გაზრდის შანსებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ეპიზოდებში გვაკლდებოდა სიზუსტე. მეტოქე ბურთს ფლობდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა. პენალტი ვერ გაიტანეს და ვფიქრობ, საბოლოოდ, ძალიან კარგად ვითამაშეთ.
პენალტები ვარჯიშებზე არ არის იგივე, რაც პენალტები თამაშებში. არ მინახავს, როგორ ურტყამდნენ ფეხბურთელები. როგორც ჩანს, ხულიან ალვარესი ბურთს ორჯერ შეეხო და თუ მსაჯი ასე თვლის, დაე ასე იყოს.
ვამაყობ ჩვენი გუნდით. ვფიქრობ, გულშემატკივრებმა თამაშისგან სიამოვნება მიიღეს, რეალი ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის გვიგებს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ვაწვალებთ ხოლმე და დღესაც გავაწვალეთ." - აღნიშნა სიმეონემ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები