მანჩესტერ სიტიმ ინგლისის ლიგის თასი მეცხრედ მოიგო.
უემბლიზე გამართულ ფინალურ მატჩში პეპ გვარდიოლას გუნდმა არსენალი ნიკო ო’რაილის დუბლის წყალობით დაამარცხა (2:0).
VIDEO: ო'რაილის დუბლი და დამაჯერებელი გამარჯვება — მან სიტი კარაბაო თასის გამარჯვებულია
„ქალაქელებმა“ ეს ტიტული 2021 წლის შემდეგ პირველად დაისაკუთრეს.
ინგლისის ლიგის თასი მანჩესტერ სიტიზე მეტჯერ მხოლოდ ლივერპულს აქვს მოგებული — მერსისაიდელების ანგარიშზე 10 გამარჯვებაა. რაც შეეხება არსენალს, ლონდონელებს ეს თასი მხოლოდ ორჯერ აქვთ აღებული — 1987 და 1993 წლებში.
გუნდები, რომლებსაც ინგლისის კარაბაო თასი 1-ზე მეტჯერ აქვთ მოგებული:
1. ლივერპული — 10 (1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012, 2022, 2024)
2. მან სიტი — 9 (1970, 1976, 2014, 2016, 2018, 2019, 2020, 2021, 2026)
3. მან იუნაიტედი — 6 (1992, 2006, 2009, 2010, 2017, 2023)
4. ჩელსი — 5 (1965, 1998, 2005, 2007, 2015)
5. ასტონ ვილა — 5 (1961, 1975, 1977, 1994, 1996)
6. ტოტენჰემი — 4 (1971, 1973, 1999, 2008)
7. ნოტინგემი — 4 (1978, 1979, 1989, 1990)
8. ლესტერი — 3 (1964, 1997, 2000)
9. არსენალი — 2 (1987, 1993)
10. ნორვიჩი — 2 (1962, 1985)
11. ბირმინგემი — 2 (1963, 2011)
12. ვულვზი — 2 (1974, 1980).