• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
უტიტულო პერიოდის დასასრული თუ სიტის სეზონის გადარჩენა - კარაბაო თასის ფინალი
ფეხბურთიფეხბურთი

უტიტულო პერიოდის დასასრული თუ სიტის სეზონის გადარჩენა - კარაბაო თასის ფინალი

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგის ლიდერები ერთმანეთს კარაბაოს თასის ფინალში ხვდებიან და მიუხედავად იმისა, რომ არსენალი თითქმის ექვსწლიან უტიტულო პერიოდშია, ეს ფინალი შესაძლოა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მანჩესტერ სიტისთვის იყოს.


მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა


არსენალს 2020 წლის შემდეგ ტიტული არ მოუგია, თუმცა ისინი მაინც უპრეცედენტო კვადრუპლისკენ მიისწრაფვიან, მას შემდეგ რაც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ლევერკუზენს სძლიეს. ამასთან, მათ პრემიერ ლიგის ცხრილში დღევანდელ მეტოქესთან 9-ქულიანი უპირატესობა აქვთ.


ლონდონელები კარაბაოს თასის ფინალში რვა წლის შემდეგ პირველად თამაშობენ და ყველა ტურნირზე ბოლო 14 მატჩში დაუმარცხებლები არიან (მოგება 11, ფრე 3), რაც მათ კარგ შანსს აძლევს, ეს ტიტული 1992/93 სეზონის შემდეგ პირველად მოიპოვონ. არსენალმა მას შემდეგ სამი ფინალი წააგო, მათ შორის ბოლო 2018 წელს სწორედ სიტისთან.


მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ სიტი ორივე შიდა თასზე ჯერ კიდევ ასპარეზობს, მათმა სეზონმა შესაძლოა ძალა დაკარგოს მას შემდეგ, რაც სამშაბათს ჩემპიონთა ლიგიდან რეალმა გამოაგდო. პეპ გვარდიოლას გუნდი უემბლიზე ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვებით მიდის (ფრე 2, წაგება 2), თუმცა ეს ტურნირი შეიძლება იდეალური შანსი იყოს კრიზისის დასასრულებლად.


სიტიმ ეს თასი 8-ჯერ მოიგო (მხოლოდ ლივერპულს აქვს მეტი - 10), მათგან 4 გვარდიოლას ხელმძღვანელობით ზედიზედ. გარდა ამისა, მათ ამ ტურნირში ზედიზედ 7 ფინალი მოიგეს და ბოლოს ფინალი 1973/74 სეზონში წააგეს.


ურთიერთშეხვედრების ისტორია


არსენალი ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში დაუმარცხებელია (მოგება 3, ფრე 3), თუმცა სიტიმ ამ ტურნირზე ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, რომელთაგან 3 სამი ბურთის სხვაობით დასრულდა, მათ შორის 2017/18 წლების ფინალი.


სტატისტიკა და სერიები


კარაბაოს თასზე არსენალის ბოლო 8 გოლიდან 7 მეორე ტაიმში გავიდა.


ყველა ტურნირზე არსენალის ბოლო 8 გოლიდან 6 ინგლისელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.


სიტიმ ბოლო ოთხ მატჩში პირველ ტაიმში 6 გოლი გაუშვა.


სიტიმ ბოლო 8 გასვლით მატჩში მხოლოდ ერთხელ შეინარჩუნა კარი მშრალად.


მნიშვნელოვანი მოთამაშეები და დანაკლისი


გასულ სეზონში FA თასის ფინალში სიტის წინააღმდეგ გოლის გამტანი ებერეჩი ეზე შუა კვირაშიც გამოირჩა არსენალის შემადგენლობაში და ბოლო 9 მატჩში უკვე 6გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 2 ასისტი).


ერლინგ ჰალანდმა 4-მატჩიანი უგოლო სერია შუა კვირაში შეწყვიტა. მან არსენალის წინააღმდეგ ბოლო 3 შეხვედრაში გოლი გაიტანა, თუმცა ამ ტურნირზე მხოლოდ ერთხელ აქვს გატანილი.


იურიენ ტიმბერმა არსენალის ბოლო თამაში ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო სიტის ახალი პრობლემები არ აქვს.


სავარაუდო შემადგენლობები


არსენალი - არისაბალაგა; უაითი, სალიბა, გაბრიელი, ჰინკაპი; სუბიმენდი, რაისი; საკა, ეზე, ტროსარი; გიოკერესი


სიტი - ტრაფორდი; ნუნიეში, დიაში, ხუსანოვი, აიტ-ნური; როდრი; შერიკი, სილვა, დოკუ; სემენიო, ჰალანდი


მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

არსენალი
მან სიტი
კარაბაო თასი
პრევიუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კარაგერი: „არსენალმა შეუძლებელი შეძლო — ნეიტრალური ქომაგები სიტისკენ არიან"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარაგერი: „არსენალმა შეუძლებელი შეძლო — ნეიტრალური ქომაგები სიტისკენ არიან"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? არსენალის ფორვარდმა არჩევანი გააკეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? არსენალის ფორვარდმა არჩევანი გააკეთა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი სიტის აფრთხილებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი სიტის აფრთხილებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის ახალი მეწყვილე? ინტერ მაიამი ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის ახალი მეწყვილე? ინტერ მაიამი ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 მარ, 2026

კარაგერი: „არსენალმა შეუძლებელი შეძლო — ნეიტრალური ქომაგები სიტისკენ არიან"

News image

20 მარ, 2026

პრემიერ ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? არსენალის ფორვარდმა არჩევანი გააკეთა

News image

18 მარ, 2026

არსენალი სიტის აფრთხილებს

News image

4 სთ წინ

მესის ახალი მეწყვილე? ინტერ მაიამი ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება