არსენალის ფორვარდმა, გაბრიელ ჟესუსმა აირჩია, რომლის მოგება ურჩევნია — ჩემპიონთა ლიგის თუ პრემიერ ლიგის.
„არსენალის გულშემატკივრები, ალბათ, იტყოდნენ, რომ მთავარი მიზანი პრემიერ ლიგაა, რადგან კლუბს ის 20 წელზე მეტია არ მოუგია. თუმცა, არსენალს არც ჩემპიონთა ლიგა მოუგია არასდროს, ამიტომ ფანებისთვის ორივეს მოგება ნამდვილი ოცნებაა“.
„მე ყველაფრის მოგება მინდა, მაგრამ არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, ჩემპიონთა ლიგას ავირჩევდი“, – განაცხადა ჟეზუსმა.
უკანასკნელად პრემიერ ლიგის მოგება არსენალმა 2003/04 სეზონში მოახერხა, ჩემპიონთა ლიგა კი არასოდეს მოუგია.