-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯონ სთოუნსის და კაილ უოკერის შემდეგ, სიტიმ კიდევ ერთი მცველი დაკარგა.
ინგლისელებმა დაზიანებები ნაკრებში ყოფნისას მიიღეს და მოედანს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდნენ.
არსენალთან დღევანდელ შეხვედრაში კი ტრავმა ნიდერლანდელმა ნათან აკემ მიიღო, რომელიც 27-ე წუთზე შესაცვლელი გახდა და მოედანზე ადგილი რიკო ლიუისს დაუთმო.
აკეს ტრავმის სიმძიმე და სავარაუდო ვადა, რამდენსაც გამოტოვებს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გახდება ცნობილი.
კომენტარები