არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ ესპანეთის ნაკრების ვინგერის, ლამინ იამალის შესაძლებლობები მაღალ დონეზე შეაფასა.
„იამალი - ფეხბურთის ნამდვილი განძია. ის არის მოთამაშე, რომლის წინააღმდეგ დაცვაში თამაში წარმოუდგენლად რთულია. ის ესპანეთს კიდევ უამრავ სიხარულს მოუტანს - თუმცა, იმედი მაქვს, არა ამ კვირას.
რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით უბრალოდ ჩავკეტავდი სასტუმროში და მოედანზე არ გამოვუშვებდი.
იამალისა და მესის მსგავსი ფეხბურთელების პერსონალური მეთვალყურეობის ქვეშ აყვანა ყოველთვის უდიდესი სირთულეა“, - განაცხადა სკალონიმ.
არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებების ფინალური დაპირისპირება 19 ივლისს გაიმართება.