მადრიდის რეალმა რაულ ასენსიოს წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო.
23 წლის მცველს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო მართვის უფლება 8 თვით ჩამოართვეს და 14 400 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
COPE-ს ინფორმაციით, მადრიდელებმა ფეხბურთელის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე კლუბის შინაგანი განაწესის შესაბამისად აღძრეს.
რეალში მიიჩნევენ, რომ ასენსიოს საქციელმა კლუბის იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა.
ჯერჯერობით უცნობია, რა პოტენციური სასჯელი ემუქრება ესპანელ ცენტრალურ მცველს.