ბარსელონა ახალი ფეხბურთელების შერჩევისას მხოლოდ სტატისტიკას აღარ ეყრდნობა.
სკაუტინგის ხელმძღვანელის, ჟოაო ამარალის განცხადებით, კლუბი ახლა მონაცემთა ანალიზის, ცოცხალი დაკვირვებისა და ინსტინქტის სინთეზს იყენებს.
ამარალის თქმით, მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობა მნიშვნელოვან დეტალებს ფარავს. სტადიონიდან თამაშის ყურება ავლენს ისეთ ტაქტიკურ და ქცევით მახასიათებლებს, რაც ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს. შერჩევის პროცესი დეკუსა და ჰანსი ფლიკის მოთხოვნების შეთანხმებით იწყება. ამასთან, ბარსელონამ უარი თქვა ფეხბურთელების 0-დან 10-მდე ქულებით შეფასების ძველ, სუბიექტურ სისტემაზე და ის დეტალური აღწერილობითი რეპორტებით ჩაანაცვლა.
მოედნის გარდა, კლუბი უდიდეს ყურადღებას უთმობს მოთამაშის ფსიქოლოგიასა და სოციალურ გარემოს, რათა წინასწარ განისაზღვროს, რამდენად მარტივად შეეგუება ის ახალ ქალაქსა და გუნდს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ვიტორ როკეს ტრანსფერია. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი გუნდის სტილს ერგებოდა, შუა სეზონში მისმა დამატებამ ფეხბურთელი უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოაქცია და შესაძლებლობების წარმოჩენაში ხელი შეუშალა.
„თუ შეცდომებზე არ ვისწავლით, ვერ განვვითარდებით“, - აღნიშნა ამარალმა და ხაზი გაუსვა, რომ ბარსელონა მომავალ ტრანსფერებზე სწორედ ამ ახალი გამოცდილებითა და დაკვირვებებით იხელმძღვანელებს.