ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდის რეალმა ვილიარეალი 1:0, იან დიომანდეს გოლით დაამარცხა.
ვინისიუს ჯუნიორმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა.
71-ე წუთზე ბრაზილიელმა ბელინგემის პასით მატჩის მეორე გოლი გაიტანა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ საგოლე შეტევაში მეტოქეს თმაზე მოქაჩა, რის გამოც გოლი გაუქმდა, თავად ვინის კი მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა.
საქმე ისაა, რომ ლა ლიგის წესების მიხედვით, პირდაპირი წითელი ბარათი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით ისჯება.
შემდეგ თამაშს ლა ლიგაში რეალი სევილიას წინააღმდეგ გამართავს, ამის მერე კი კამპ ნოუზე, ბარსელონას ესტუმრება.
შესაბამისად, თუ მადრიდის რეალმა ვინისიუსის ბარათი წარმატებით არ გაასაჩივრა, ან სადისციპლინო კომიტეტს დისკვალიფიკაცია 1-მატჩიანით არ შეაცვლევინა, ბრაზილიელი კამპ ნოუზე თავის გუნდს ვერ დაეხმარება.