იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მოურინიოს ტაქტიკური იმპოტენცია სანტიაგო ბერნაბეუზე
ფეხბურთიფეხბურთი

მოურინიოს ტაქტიკური იმპოტენცია სანტიაგო ბერნაბეუზე

10 ოქტ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალმა ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში ვილიარეალი 1:0 კი დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, თუმცა სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულმა შეხვედრამ მთავარ კითხვებს პასუხი ვერ გასცა და ნათლად აჩვენა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი კვლავ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს.

საერთაშორისო პაუზის დროს არსებული 3-კვირიანი მოსამზადებელი ეტაპის მიუხედავად, რეალის თამაშში წინსვლა არ იგრძნობა. პირველ ტაიმში გუნდს რიტმის კარნახის არანაირი გეგმა არ ჰქონდა: დაცვიდან შეტევაში გადასვლა ნელი იყო, ნახევარდაცვა თამაშს ვერ აკონტროლებდა, ხაზებს შორის კავშირის არარსებობის გამო კი არდა გიულერს თამაშის სამართავად სივრცეები არ რჩებოდა. ფაქტობრივად, სამეფო კლუბი მხოლოდ კილიან მბაპეს ინდივიდუალურ მცდელობებზე იყო დამოკიდებული, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმაში ჯერ კიდევ ვერ შევიდა და სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა. მეორე მხრივ, ვილიარეალი გაცილებით ორგანიზებულად უტევდა და რომ არა ტიბო კურტუას მორიგი დამაჯერებელი თამაში, მასპინძლები სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ.

მეორე ტაიმში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. ცვლილებებმა და გიულერის უფრო სიღრმეში დაწევამ შეტევას დინამიკა შესძინა, რაც 62-ე წუთზე ლოგიკური გოლით დასრულდა - ფედე ვალვერდეს შესანიშნავი გადაცემით იან დიომანდემ ისარგებლა და ზუსტი დარტყმით გუნდი დააწინაურა (გოლი თავდაპირველად თამაშგარის გამო გაუქმდა, თუმცა VAR-მა დაადასტურა). შეტევას სიმწვავე სკამიდან ჩართულმა ვინისიუს ჯუნიორმაც შემატა, თუმცა მისმა გაძევებამ და 10 კაცით დარჩენამ მადრიდელები იძულებული გახადა, დარჩენილი 20 წუთი სრულად დაცვაზე გადართულიყვნენ და ანგარიშის შენარჩუნებაზე ეზრუნათ.

ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად ვინისიუსის უპასუხისმგებლო ქმედებისა თუ მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებებისა, მთავარი პრობლემა ჟოზე მოურინიოს მიდგომებშია. პორტუგალიელი სპეციალისტი ფეხბურთელების პოტენციალს ერთიან სისტემაში ვერ იყენებს და გუნდი მხოლოდ ცალკეული ვარსკვლავების ინდივიდუალურ ოსტატობაზეა ჩამოკიდებული. მსაჯებზე მუდმივი წუწუნი კი რეალური პრობლემის გადაფარვის მცდელობას უფრო ჰგავს.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: შეძლებს კი მოურინიო ამ ტაქტიკური იმპოტენციის დაძლევას, თუ რეალი ასეთივე მოსაწყენი და არასტაბილური თამაშით განაგრძობს სეზონს?

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მბაპე
ჟოზე მოურინიო
რეალი
ვინისიუსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მბაპეს დუბლი, ჯუდის შედევრი და რეალის კიდევ ერთი ქამბექი ლიგაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მბაპეს დუბლი, ჯუდის შედევრი და რეალის კიდევ ერთი ქამბექი ლიგაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპემ რონალდოს გადაასწრო - შემდეგი სამიზნე გარეთ ბეილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპემ რონალდოს გადაასწრო - შემდეგი სამიზნე გარეთ ბეილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რაც ვეგასში ხდება, ის ვეგასში რჩება", - მოურინიომ ჟურნალისტს ორიგინალურად უპასუხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რაც ვეგასში ხდება, ის ვეგასში რჩება", - მოურინიომ ჟურნალისტს ორიგინალურად უპასუხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელინგემი: „ოქროს ბურთი არ მადარდებს, ეს ჯილდო ჟურნალისტებისთვისაა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელინგემი: „ოქროს ბურთი არ მადარდებს, ეს ჯილდო ჟურნალისტებისთვისაა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

VIDEO: მბაპეს დუბლი, ჯუდის შედევრი და რეალის კიდევ ერთი ქამბექი ლიგაზე

News image

1 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება