კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაში პსვ-სთან მოგებულ მატჩში (5:1) დუბლი შეასრულა და რეალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში წინ წაიწია.
ფრანგმა მადრიდული კლუბის მაისურით 105 გოლი დააგროვა, ლუის მოლოვნის გაუთანაბრდა და მე-19 ადგილზე გადავიდა.
მბაპემ ბრაზილიელ რონალდოს გადაასწრო, რომელსაც რეალში 104 გოლი აქვს გატანილი.
მომდევნო პოზიციაზე გარეთ ბეილია 106 გოლით. კლუბის რეკორდსმენი კი კრიშტიანუ რონალდუა - 450 გოლი.