ჟოზე მოურინიოსთვის ვინისიუს ჟუნიორის საუკეთესო ფორმაში დაბრუნება განსაკუთრებული ამოცანაა.
The Athletic-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ამას საკუთარ „პირად მისიად“ მიიჩნევს და ბრაზილიელის სათამაშო ჩავარდნას, უპირველესად, ფსიქოლოგიურ პრობლემას უკავშირებს.
მწვრთნელთან დაახლოებული წყაროების ცნობით, მოურინიო ვინისიუსის სათადარიგოთა სკამზე დატოვებას არც გეგმავდა, სანამ ფეხბურთელი წითელ ბარათს მიიღებდა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებოდა.
ბრაზილიელის მოტივირებისთვის ჟოზე საჯარო გამოწვევებსაც იყენებს. პრესკონფერენციებზე ის მიანიშნებდა, რომ ვინისიუსს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს.
26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში რეალის მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა აქვს.