მადრიდის რეალის სამედიცინო შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ბრაზილიელმა ტალანტმა, ენდრიკმა მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო.
ახალგაზრდა ვარსკვლავმა ბოლოს შაბათს, სელტასთან მოგებულ (2:1) შეხვედრაში ითამაშა, სადაც ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.
წინასწარი პროგნოზით, ენდრიკს სარეაბილიტაციოდ დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის (მათ შორის, პსვ-სა და არსენალის წინააღმდეგ) უმნიშვნელოვანეს შეხვედრებს გამოტოვებს.
ვითარებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოახლოებული სატრანსფერო ფანჯარა. ბრაზილიელის იჯარით აყვანით იტალიური გრანდები. მილანი და რომა, არიან დაინტერესებულნი. თუ ენდრიკი მოედანზე დაბრუნებას ზამთრის პაუზამდე ვერ მოასწრებს, დიდი შანსია, რომ შაბათს ჩატარებული მატჩი მისთვის ამ სეზონში რეალის მაისურით უკანასკნელი აღმოჩნდეს.