ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით რეალმა ლა ლიგაში ზედიზედ 17 საშინაო მატჩი მოიგო.
მადრიდელებმა მე-13 ტურში სელტა 2:1 დაამარცხეს და პორტუგალიელის სერია გააგრძელეს.
ამ 17 გამარჯვებიდან 11 მოურინიოს წინა მადრიდული პერიოდის ბოლო სეზონზე, 2012/13-ზე მოდის. დაბრუნების შემდეგ კი მისმა გუნდმა ბერნაბეუზე ლა ლიგის ექვსივე შეხვედრა მოიგო.
ეს XXI საუკუნეში რეალის მწვრთნელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
კლუბის ისტორიაში ზედიზედ 17 საშინაო გამარჯვება ლუის მოლოვნიმაც მოიპოვა, უფრო ხანგრძლივი სერიები კი მხოლოდ მიგელ მუნიოსს ჰქონდა - 22 და 18 მატჩი.