ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, კლუბის გეგმებზე ისაუბრა.
ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ანდრეას კრისტენსენმა მორიგი ტრავმა მიიღო, ამჯერად დანიელ მცველს წვივის კუნთის პრობლემა აქვს, რის გამოც ვილიარეალთან და საბაჰთან მატჩებს გამოტოვებს.
მიუხედავად დაცვის ხაზში არსებული დანაკლისისა, ფლიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბის სატრანსფერო სტრატეგია კონკრეტულად კრისტენსენის ტრავმაზე არ არის დამოკიდებული.
ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ გაძლიერებაზე, მაგრამ კრისტენსენის ტრავმა ამაზე გავლენას არ ახდენს, ეს სიტუაცია ისედაც ვიცით. ის იმედგაცრუებულია, თუმცა 100%-ით მზადყოფნისას ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია
კრისტენსენის არყოფნა კიდევ უფრო მეტ დატვირთვას ანიჭებს პაუ კუბარსის, თუმცა ფლიკს ესმის, რომ ახალგაზრდა ტალანტს დასვენებაც სჭირდება. „კუბარსიმ წინა სეზონში ძალიან ბევრი ითამაშა და მას უნდა გავუფრთხილდეთ“, - დასძინა მწვრთნელმა და მიანიშნა, რომ როტაციისთვის ერიკ გარსიასა და ჟიულ კუნდეს გამოიყენებს.
სატრანსფერო გეგმებზე კლუბის სპორტულმა დირექტორმა, დეკომაც ისაუბრა:
ტრავმები გვაიძულებს დავფიქრდეთ და მწვრთნელთან ერთად განვიხილოთ, გავალთ თუ არა ბაზარზე. ეს საკითხი ფრთხილად უნდა შევაფასოთ