VIDEO: ბოლო წუთებზე მოგებული მატჩი - რეალის ქამბექი ბერნაბეუზე
30 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალმა ლა ლიგის მე-13 ტურში სელტა დაამარცხა.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მატჩი სენსაციურად, სელტას მე-6 წუთზე გატანილი გოლით დაიწყო. სანამ მადრიდელმა მცველებმა გამოიღვიძეს, სელტამ კარგი კომბინაცია გაითამაშა და სწრაფად დაწინაურება შეძლო.
ანგარიშის გათანაბრება რეალს პირველივე ტაიმში შეეძლო, თუმცა კილიან მბაპემ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ბურთი კარს გადააცილა და რეალი ჩამორჩენაში დატოვა.
სიტუაცია მოურინიოს ცვლილებებმა შეცვალა, რომელმაც მოედანზე ვინისიუსი, ენდრიკი, ესპი და სხვა შემტევები გამოიყვანა და ამან თავისი შედეგიც გამოიღო.
66-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება, გამარჯვების გოლი კი 85-ე წუთზე მადრიდელთა ჯოკერმა, კარლოს ესპიმ გაიტანა და რეალს ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოუტანა.
ამ გამარჯვებით რეალმა 33 ქულა დააგროვა და ლიდერ ბარსელონას ქულებით გაუთანაბრდა, რომელიც თავის მატჩს უკვე დღეს, 22 ნოემბერს, შინ ვილიარეალის წინააღმდეგ გამართავს.