კარლოს ესპიმ რეალს სელტასთან გამარჯვება მოუტანა.
21 წლის ესპანელი მოედანზე 79-ე წუთზე, 1:1-ზე შევიდა, ექვს წუთში კი გადამწყვეტი გოლი გაიტანა - ვინისიუსის ჩაწოდების შემდეგ თავით დაარტყა და მეკარის მოგერიებულ ბურთს თავადვე დაამატა.
ესპისთვის ეს მადრიდულ კლუბში მეოთხე გოლია და ოთხივე შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა. მანამდე ახალგაზრდა თავდამსხმელმა რომას, ელჩესა და ესპანიოლის კარიც აიღო.
Opta-ს მონაცემებით, შეცვლაზე შესვლის შემდეგ გატანილი ოთხი გოლით ესპი ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელს აფიქსირებს.
ამისთვის მას კარში მხოლოდ ექვსი ზუსტი დარტყმა დასჭირდა.