ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ტიბო კურტუამ მადრიდის რეალის შიდა სამზარეულოსა და არსებულ პრობლემებზე ვრცლად ისაუბრა.
ბელგიელმა მეკარემ კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული ვინისიუს ჟუნიორი დაიცვა და აღნიშნა, რომ იდეალური სტაბილურობის მუდმივად შენარჩუნება მხოლოდ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონის ლეგენდებს შეეძლოთ. რაც შეეხება სანტიაგო ბერნაბეუზე გულშემატკივრების სტვენას, კურტუამ ფანებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:
გულშემატკივარი ჩვენს სანახავად დიდ ფულს იხდის და ამის უფლება აქვს
მეკარემ გუნდის ბოლოდროინდელი წარმატების მთავარ შემოქმედად ჟოზე მოურინიო დაასახელა. მისი თქმით, პორტუგალიელი წლებთან ერთად ბევრად უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გახდა, სელტასთან მატჩის შესვენებაზე მწვრთნელის სიტყვებმა კი თამაში სრულად შემოატრიალა.
კურტუამ ოქროს ბურთზეც ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, თუ რაოდენ რთულია მეკარისთვის ამ ჯილდოს მოგება:
არ ვიცი, მეკარემ რა უნდა გააკეთოს ამისთვის... როცა გუნდში არდა, ჯუდი, კილიანი და ვინისიუსი გყავს, მე ვინ მომცემს ხმას?
დასასრულს კი ბელგიელმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავარი მიზანი კარიერის მადრიდის რეალში დასრულებაა.