ჩემპიონთა ლიგაზე პსვ ეინდჰოვენთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან მორიგი ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.
ყველაზე დიდი რეზონანსი ვილიარეალის ფეხბურთელის, კამესანიას კრიტიკაზე გაცემულმა პასუხმა გამოიწვია. ამ უკანასკნელმა კამპ ნოუზე მსაჯების მხრიდან განცდილი წნეხი ბერნაბეუზე თამაშს შეადარა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას „ამნეზიით დაავადებული“ უწოდა და შეახსენა მატჩი, სადაც რეალმა 2:0 მოიგო, თუმცა ვინისიუსი მოედნიდან გააძევეს. მოურინიოს მთავარი სარკასტული გზავნილი სწორედ ბარსელონას ეხებოდა:
თუ ჩვენი ერთად ხსენება უნდა, კი ბატონო, მაგრამ ნეგრეირასთან ნუ გვაკავშირებთ!
გარდა ამისა, მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ვინისიუს ჟუნიორი ნიდერლანდელებთან სასტარტო შემადგენლობაში იქნება. რაც შეეხება გადატვირთული კალენდრის გამო ფეხბურთელების შესაძლო გაფიცვას, ჟოზემ სარკასტულად აღნიშნა, რომ ვინც გაიფიცება, ხელფასი 50%-ით უნდა შეუმცირდეს. მისი თქმით, როგორც მწვრთნელისთვის, ყოველ მესამე დღეს თამაში კვლავ საუკეთესო ვარიანტად რჩება.