ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაში პსვ-სთან გამარჯვება (5:1) შეაფასა და აღნიშნა, რომ რეალი მერვედფინალში პირდაპირ გასვლასთან ახლოსაა.
„15 ქულა ძალიან კარგი შედეგია. მიზანთან თითქმის ვართ - კიდევ სამი ან ოთხი ქულა და პლეი-ოფის დამატებით ეტაპს ავიცილებთ.
მეორე ტაიმში ყველაფერი განწყობამ გადაწყვიტა. ცვლილებები გავაკეთეთ, ბელინგემი შემოვიდა და ის მოგვცა, რაც პირველ ნახევარში გვაკლდა. მთლიანად გუნდმაც უკეთ ითამაშა.
შესვენებამდე რიტმს ვერ ვპოულობდით, ვერ ვაპრესინგებდით და ორთაბრძოლებს ვერ ვიგებდით. მეორე ტაიმში კი მაღლა დაპრესინგება დავიწყეთ და დაცვის ხაზიც ძალიან წინ ავწიეთ. ვფიქრობ, პსვ საკუთარი ნახევრიდან პასებით სუფთად ერთხელაც ვერ ამოვიდა“, - თქვა მოურინიომ.
კითხვაზე, რა უთხრა ფეხბურთელებს შესვენებაზე, პორტუგალიელმა უპასუხა:
„რეალის გასახდელი ვეგასს ჰგავს: რაც ვეგასში ხდება, იქვე რჩება. ვისაუბრეთ, ჩვენ მეგობრები ვართ და ყველაფერი განვიხილეთ“.