ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის მატჩების უმეტესობა „აღარ არის სასიამოვნო საყურებელი“, რადგან ბევრი გუნდი ზედმეტად არის დამოკიდებული სტანდარტულ მდგომარეობებზე.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ეს აღწერა როგორც „ახალი რეალობა“ ინგლისის უმაღლეს ლიგაში, სადაც თამაშები სულ უფრო ხშირად წყდება და თავიდან იწყება, რადგან ყურადღება მეტად არის გამახვილებული მკვდარ ბურთებზე.
„უპირველეს ყოვლისა, ამას უნდა შევეგუოთ. ვფიქრობ, ეს ძირითადად სწორედ პრემიერ ლიგაში ხდება. ეს ახალი რეალობაა. როცხა სხვა ლიგებს ვუყურებ, არ მგონია, რომ ასეთი დიდი ყურადღება ეთმობოდეს სტანდარტულ მდგომარეობებს. როცა ერედივიზიის თამაშს ვუყურებ, ვხედავ გაუქმებულ გოლებს და მეკარეებზე დარღვევებს, რომლებიც ფიქსირდება, და ვფიქრობ: ‘ვაუ, რა დიდი განსხვავებაა.’
აქ თითქმის შეგიძლია მეკარეს სახეში დაარტყა და მსაჯი მაინც იტყვის: ‘გააგრძელეთ თამაში.’ მომწონს ეს? ჩემს საფეხბურთო გულს ეს არ მოსწონს. თუ მკითხავთ, როცა ფეხბურთზე ვფიქრობ, მახსენდება ბარსელონას გუნდი 10-15 წლის წინ. ყოველ კვირა საღამოს ელოდებოდი, რომ მათ ეთამაშათ.
ახლა, პრემიერ ლიგაში მატჩების უმეტესობა ჩემთვის სასიამოვნო საყურებელი აღარ არის, თუმცა მაინც საინტერესოა, რადგან ძალიან კონკურენტულია. სწორედ ეს კონკურენტულობა ხდის ამ ლიგას დიდებულს, რადგან აქ ძალიან მაღალია კონკურენცია.“ - განაცხადა სლოტმა.