-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 33-ე ტურში ალუბლები წითელ ეშმაკებს მიიღებენ.
ბორნმუთი - მანჩესტერ იუნაიტედი (20:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
ბორნმუთს ლუტონთან მიღებული ტრავმების გამო ანტუან სემენიო და მარკუს ტავერნიე ვერ დაეხმარებიან.
ასევე მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კრის მეფემი, ტაილერ ადამსი, რაიან ფრედერიკსი და ლუის სინისტერა.
მარკუს რეშფორდის თამაშის შესაძლებლობა ბოლო მომენტში გაირკვევა, სკოტ მაკტომინეი, რაფაელ ვარანი და ჯონი ევანსი კი ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან გუნდს.
ბორნმუთი
ბორნმუთს შეუძლია პრემიერ ლიგაში პირველად მოიგოს სახლში ჩატარებული ზედიზედ 4 მატჩი.
ანდონი ირაოლას გუნდს საკუთარ მოედანზე ჩემპიონატში გამართული ბოლო 11 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული (6 მოგება, 3 ფრე), ისიც ლივერპულთან და მანჩესტერ სიტისთან.
ბორნმუთმა ამ სეზონში გოლების მხოლოდ 31% გაიტანა პირველ ტაიმში, რაც ჩემპიონატში ყველაზე დაბალი შედეგია (45-დან 14).
ჯასტინ კლუივერტმა ბოლო 5 პრემიერლიგურ მატჩში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა), იმდენში რამდენშიც წინა 20 თამაშში.
დომინიკ სოლანკეს 1 გოლი აშორებს კლუბის რეკორდის მოხსნამდე, რაც ერთ სეზონში ბორნმუთის მაისურით გატანილ 17 გოლს გულისხმობს. ჯოშუა კინგმა 2016-17 წლებში 16 გოლი მიითვალა.
ინგლისელმა თავდამსხმელმა პირველ წრეში იუნაიტედის წინააღმდეგაც გამოიჩინა თავი.
მანჩესტერ იუნაიტედი
მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგაში ბოლო 3 გასვლითი მატჩი ვერ მოიგო (2 ფრე, 1 წაგება).
გუნდმა ზედიზედ 8 გასვლით მატჩში ჯამში 17 გოლი გაუშვა.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ამ სეზონში 554 დარტყმა მიიღო, 6-ით ნაკლები ვიდრე შეფილდ იუნაიტედმა.
წითელმა ეშმაკებმა მიმდინარე გათამაშებაში მომგებიანი პოზიციიდან ყველაზე მეტი (15) ქულა დაკარგეს.
დიოგუ დალო პრემიერ ლიგაში მე-100 მატჩს ჩაატარებს და იუნაიტედში გახდება მე-4 პორტუგალიელი ამ შედეგით (კრიშტიანუ რონალდუ, ბრუნო ფერნანდეში და ნანი).
ბრუნო ფერნანდეშმა ზედიზედ 2 შეხვედრაში (ჩელსი, ლივერპული) შეძლო გოლის გატანა, ალეხანდრო გარნაჩოს ჩელსისთან შესრულებული დუბლის შემდეგ ლივერპულთან საგოლე მოქმედების შესრულება არ გამოუვიდა, რაც შეეხება რასმუს ჰოილუნდს, ზედიზედ 6 მატჩში გატანილი გოლის შემდეგ დანიელს 4-მატჩიანი მშრალი სერია აქვს. წითელი ეშმაკების სამივე შემტევი დღეს ალუბლების დასამწუხრებლად მზად იქნება.
ურთიერთშეხვედრები
მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგაში ბორნმუთთან სტუმრად ბოლო 5-დან 4 მატჩი მოიგო.
ალუბლებს შეუძლიათ პირველად შეასრულონ დუბლი იუნაიტედის წინააღმდეგ, პირველ წრეში ბორნმუთმა ოლდ ტრაფორდზე 0-3 იმარჯვა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბორნმუთი (4-2-3-1) - ნეტუ; სმიტი, ზაბარნი, სენესი, კელი; კრისტი, კუკი; უატარა, სკოტი, კლუივერტი; სოლანკე.
მანჩესტერი (4-2-3-1) - ონანა; დალო, კამბუალა, მაგუაირი, ვან-ბისაკა; კაზემირო, მეინო; ანტონი, ბრუნო, გარნაჩო; ჰოილუნდი.
მატჩს ტონი ჰარინგტონი განსჯის, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში 7 შეხვედრის მთავარი არბიტრი იყო და მოთამაშეებს 28 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
სატურნირო ცხრილში ბორნმუთი 41 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება, იუნაიტედი კი 49 ქულით მეექვსეა.
კომენტარები