მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 28-ე ტურში მეოთხეადგილოსანი ასტონ ვილა მეხუთეადგილოსან ტოტენჰემს უმასპინძლებს. გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულაა, სპურსს კი 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ასტონ ვილა - ტოტენჰემი (17:00) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
ასტონ ვილას აიაქსთან ფეხის დაზიანების გამო ჯეიკო რემზი დააკლდება.
პაუ ტორესმა წინა ტურში ლუტონთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა გეგმის მიხედვით აიაქსთან პირველი ტაიმი ითამაშა.
ტოტენჰემს დაუბრუნდა პედრო პორო, რომელმაც გუნდთან ერთად ივარჯიშა და მატჩის განაცხადშიც მოხვდა.
მუხლის პრობლემის გამო კვლავ ვერ ითამაშებს რიშარლისონი, გუნდს ასევე დააკლდებიან მანორ სოლომონი, ფრეიზერ ფორსტერი და რაიან სესენიონი.
ასტონ ვილა
ასტონ ვილამ ჩემპიონატში ბოლო 3 მატჩი მოიგო, იმდენი რამდენიც წინა 8 შემთხვევაში (2 ფრე, 3 წაგება).
ვილას ამ სეზონში პრემიერ ლიგაში 59 გოლი აქვს გატანილი, რაც უკვე მათი მე-2 საუკეთესო შედეგია. გუნდმა 2007-08 წლების სეზონში 71 გოლი გაიტანა.
თუმცაღა გუნდმა ვილა პარკზე ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრაში 9 გოლი გაუშვა, ერთით მეტი, ვიდრე წინა 16 თამაშში.
ოლი უოტკინსმა პრემიერ ლიგაში 26 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგია.
უოტკინსმა ჩემპიონატში 16 გოლი გაიტანა, რაც მისი საუკეთესო შედეგია. მის ანგარიშზე გასულ სეზონში 15 გოლი იყო.
ლეონ ბაილიმ და უოტკინსმა ამ სეზონში ერთად 7 გოლში მიიღეს მონაწილეობა, რაც ყველა სხვა დუეტზე უკეთესი შედეგია.
ტოტენჰემი
ტოტენჰემს პრემიერ ლიგაში ბოლო 6 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული (3 ფრე, 2 წაგება).
სპურსი აგრძელებს კლუბის სარეკორდო სვლას და ჩემპიონატში ზედიზედ 38 მატჩში აქვს გოლი გატანილი.
თუმცა გუნდს ბოლო 17 პრემიერლიგურ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ აქვს კარი მშრალად შენახული.
სონ ჰინ-მინმა ბოლო 20 მატჩში 19 გოლში მიიღო მონაწილეობა (13 გოლი, 6 საგოლე გადაცემა).
სონს ვილა პარკზე ბოლო 3 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი.
ჯეიმს მედისონის ანგარიშზე ბოლო 50 პრემიერლიგურ დაპირისპირებაში 17 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.
ურთიერთშეხვედრები
ასტონ ვილამ პრემიერ ლიგაში ტოტენჰემი ზედიზედ 3-ჯერ 1994-96 წლების შემდეგ დაამარცხა.
ტოტენჰემი შეეცდება აიცილოს ზედიზედ 2 წაგება ვილა პარკზე, რაც 2004 წლის შემდეგ არ მომხდარა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ასტონ ვილა (4-4-1-1): მარტინესი; ქეში, კონსა, კარლოსი, მორენო; დიაბი, ლუსი, მაკგინი, ბაილი; ტილემანსი; უოტკინსი.
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვიკარიო; პორო, რომერო, ვან დე ვენი, უდოჯი; ბენტანკური, ბისუმა; კულუშევსკი, მედისონი, ვერნერი; სონი.
მატჩს კრის კავანა განსჯის, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 64 ყვითელი და 1 მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 7 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
კომენტარები
4 დღის წინ
10 საათის წინ
1 დღის წინ
13 საათის წინ