5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტონგასთან ტესტ-მატჩში საქართველოს რაგბის ნაკრების მოთამაშემ, აკაკი ტაბუცაძემ ეროვნულ გუნდში 41-ე ლელო მიითვალა, რითიც მსოფლიო რაგბის მელელოვეთა სიაში მე-15 ადგილზე გადაინაცვლა.
გთავაზობთ ყველაზე მეტი ლელოს მქონე მორაგბეების სიას საერთაშორისო რაგბიში:
1. დაისუკე ოჰატა (იაპონია) - 69 ლელო
2. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა) - 67 ლელო
3. დევიდ კემპიზი (ავსტრალია) - 64 ლელო
4. შეინ უილიამსი (უელსი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) - 60 ლელო
5. ჰიროტოკი ონოზავა (იაპონია) - 55 ლელო
6. რორი ანდერვუდი (ინგლისი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) - 50 ლელო
7. დუგ ჰაულეტი (ახალი ზელანდია), ჯორჯ ნორთი (უელსი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) - 49 ლელო
9. ბრაიან ო'დრისკოლი (ირლანდია, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) - 47 ლელო
10. ჯულიან სავეა, კრისტიან კალენი, ჯო როკოკოკო (ახალი ზელანდია) - 46 ლელო
13. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია) - 45 ლელო
14. ჯეფ უილსონი (ახალი ზელანდია) - 44 ლელო
15. აკაკი ტაბუცაძე (საქართველო) , გარეტ ტომასი (უელსი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) - 41 ლელო
აღნიშნული სიიდან აკაკი ტაბუცაძეზე (0.91) მაღალი მაჩვენებელი საშუალოდ ერთ მატჩში დადებული ლელოს მიხედვით მხოლოდ პირველადგილოსანს დაისუკე ოჰატას (1.19) აქვს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები