სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნიდერლანდების ჩემპიონატში ჩატარებული 13 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 36 ქულით პსვ ლიდერობს.
გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული მოთამაშე კი რიკარდო პეპი არის, რომელიც 9 გოლით ჩემპიონატის თანაბომბარდირია.
ამერიკელი გახდა მეორე მოთამაშე ბოლო 50 წელიწადში, რომელმაც ერედივიზიის გუნდის სასტარტო შემადგენლობიდან დაწყებულ პირველ 5 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო.
პირველად ეს შოთა არველაძემ გააკეთა. ქართველმა თავდამსხმელმა 2005 წელს ალკმაარში ჩატარებულ პირველ 5 შეხვედრაში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
საბოლოოდ არველაძემ ერედივიზიონის 2005-06 წლების სეზონი 22 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით დაასრულა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები