2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ ამჟამინდელი თაობის სმარტფონებისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ახალ თაობას დიდი პრობლემა აქვს - სმარტფონებზე დამოკიდებულება.
ერთხელ, ხუმრობით ვთქვი: "დავიღალე გასახდელში თქვენი ტელეფონების ყურებით. ამიერიდან, არანაირი ტელეფონი!"
ფეხბურთელებმა მითხრეს: "ხუმრობ"? არა, სრულიად სერიოზული ვარ - ვუპასუხე და გასახდელიდან გავედი.
ვარჯიშის შემდეგ, კაპიტანი ჩემს კაბინეტში მოვიდა და მითხრა: "ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს ვერ მოხდება", უბრალოდ წარმოიდგინეთ (იცინის)." - ციტირებს კარლოს სიტყვებს L'Equipe.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები