-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის თასის 1/16 ფინალში ნაპოლიმ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე პალერმო მიიღო და მეტოქე მარტივად დაამარცხა. მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ.
შეხვედრაში მე-7 წუთზე ანგარიში სირილ ნგონგემ გახსნა, მე-12 წუთზე კი ბელგიელმა უკვე დუბლი შეასრულა. 42-ე წუთზე თავი ჟუან ჟესუსმა გამოიჩინა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი სამბურთიანი სხვაობით მოიგეს.
59-ე წუთზე სიცილიელთა სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და გუნდი 10 კაცით დარჩა. მსაჯმა მოედნიდან ალიოშა ვასიჩი გააძევა.
70-ე წუთზე გოლი ნაპოლის ახალწვეულმა დავიდ ნერესმა გაიტანა. ბრაზილიელმა მოედანი 76-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში ხვიჩა კვარაცხელია ჩაერთო. ქართველთან ერთად მოედანზე რომელუ ლუკაკუ და სკოტ მაკტომინეი შემოვიდნენ, რომელთა კომბინაციითაც შეხვედრის მე-5 გოლი გავიდა.
ბელგიელის პასის შემდეგ შოტლანდიელმა ნაპოლის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა, ნაპოლიმ კი პალერმო 5-0 გაანადგურა და თასის შემდეგ ეტაპზე მარტივად გავიდა.
მომდევნო ეტაპზე კონტეს გუნდის მეტოქე რომის ლაციო იქნება. მატჩი 4 დეკემბერს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები